2019-08-10 17:09:26, 1777 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია: პროკურატურა 80 000-ლარიან გირაოს ითხოვს
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000-ლარიან გირაოს ითხოვს.
ამის შესახებ გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე.
პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო“, - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ დღეს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი 20:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, გამოძიება ნიკა გვარამიას სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ავტორი: ექსპრესნიუსი,