|
2019-08-08 10:52:22, 936 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მუხათგვერდის ძმაა სასაფლაოზე მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით აღადგენს. „2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილეებმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)