11:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 12:07:56, 1178 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ჯარისკაცებმა, ვინც აგვისტოს ომში დაიღუპა, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება

„იმ ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, ვინც აგვისტოს ომში დაიღუპა 11 წლის წინ, საქართველოს მისცეს შანსი, ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს.

როგორც ბოკერიამ განმარტა, რუსეთის ამოცანა საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დამხობა იყო.

„ამიტომ მათი ხსოვნა არის მოვალეობა ყველა ჩვენგანის და ასევე პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკვე ასწლეულებია გრძელდება, არ დავუშვათ ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვარის დაკარგვა, რაც არის ჩვენი თავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას არასდროს დაუშვებს. ეს მომენტი 11 წლის წინ იყო აქტიური ფაზა რუსული აგრესიის, მაგრამ ეს აგრესია ეხლაც გრძელდება, იქამდეც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics