11:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 11:51:17, 1241 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ამ დღეებში ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა მარიონეტულ რეჟიმს წესად ექცა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას გამოეხმაურა.

ციხელაშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა მიუღებელი და გაუმართლებელია.

„ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების, ფაქტობრივად, სრული შეზღუდვა, ამ დღეების განმავლობაში, ერთგვარ წესად ექცა რეჟიმს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და გაუმართლებელია, მოსახლეობისა და საზოგადოებისთვის ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური განვითარება. საქართველოს ტერიტორიები არის უკანონოდ ოკუპირებული და, რა თქმა უნდა,  ეს მდგომაროება არის მთლიანად საერთაშორისო სამართლის ნორმების წინააღმდეგ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „სასაზღვრო გამშვები პუნქტი“ 9 აგვისტოდან, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics