|
2019-08-05 23:46:59, 1214 ნახვა
საზოგადოება
კოსმონავტების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
დიდუბის რაიონის გამგეობა კოსმონავტების ქუჩის N43, N45, N47 და N49-ის მიმდებარედ, 5 050 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული საფარი უკვე მოიხსნა, გზის საფუძველი მოეწყო და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო 375 გრძივი მეტრი ბორდიური, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის მეორე ფენა დაიგება. პროექტის ფარგლებში, კოსმონავტების ქუჩის N43-49-ის მიმდებარედ, დიდუბის გამგეობამ ასევე, სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობაც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხოშარაულის შესახვევშიც, სადაც ასფალტის საფარი 2 897 კვ.მ ფართობზე დაიგება. საგზაო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს. NS
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)