|
2015-07-08 14:07:51, 611 ნახვა
საზოგადოება
ალბანეთის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებას ეცნობა
იუსტიციის სამინისტროში ალბანეთის დელეგაცია იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა გოჩა ლორთქიფანიძემ და მიხეილ სარჯველაძემ მიიღეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკანონმდებლო და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნეს. დღესვე დელეგაციის სამუშაო ჯგუფის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ეწვევიან, სადაც იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან და საჯარო სერვისების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. ხვალიდან დელეგაციის წევრები რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრებიან და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელობასაც შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ალბანეთის 11-კაციანი დელეგაციის ვიზიტი ხუთდღიანია და ის 12 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)