|
2015-07-08 14:03:49, 594 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სოზარ სუბარს შეხვდნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა ისაუბრეს აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების და დაზარალებულთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის საკითხებზე, რომელიც ეკომიგრანტებისთვის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების შეძენას ითვალისწინებს. 2013-2015 წლებში აჭარის მთავრობის მიერ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 181 ოჯახი. ასევე, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ 1 083 ოჯახს გამოეყო 1 968 485 ლარი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიზნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 27 ეკომიგრანტ ოჯახს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეუსყიდა საცხოვრებელი ფართები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვლის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი ფართები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)