02:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 12:07:46, 2864 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - თავდასხმა ელ პასოში ლაჩრობის აქტია

"დღეანდელი თავდასხმა ელ პასოში, არის არა მრტო ტრაგედია, არამედ ლაჩრობის აქტი." - ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. 

ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს. 

"მე ვდგავარ ყველას გვერდით, ვინც ამ სიძულვილით სავსე დანაშაულს გმობს. არ არსებობს რაიმე, რაც უდანაშაულო ადამიანებს სიკვდილს გაამართლებს", — წერს ტრამპი.

ცნობილი გახდა, რომ მოკლული 20 ადამიანისგან 3 მექსიკის მოქალაქეა. 

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტტმა თქვა, რომ თავდასხმა იყო გულისამრევი, არაფრისმომცემი ძალადობის აქტი. გუბერნტორის მტკიცებით ამ დანაშაულთან კავშირში ყველა პირი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა უმისამართო ცეცხლი ახსნა. 

პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics