|
2019-08-01 16:51:00, 1281 ნახვა
საზოგადოება
„ფორმულა კრეატივი“ ტელევიზიას ქმნის
კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალ მედია პლატფორმას ქმნის, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ექსპრესნიუსი" "ფორმულა კრეატივის" განცხადებას უცცვლელად გთავაზობთ: "დღეს ქვეყანაში შემქნილი პოლიტიკური ვითარება და აშკარად გაძლიერებული რუსული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მოქალაქეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები. კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედია პლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)