|
2019-08-01 14:31:32, 944 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბანში 5 000-მდე კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე ეწყობა
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა - მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა გაბუნიასა და თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ოქტომბრის ბოლოსთვის აქ უკვე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე გვექნება. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნითა და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ზღვის უბნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებლი სივრცე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა 207 000 ლარს დახარჯავს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)