|
2019-07-31 17:23:26, 956 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იყალთოსა და ზედა ხოდაშენში ადგილობრივებს შეხვდა. „ასეთი შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აქვს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და შევიმუშავებთ მხარდამჭერ პროექტებს. გარდა ამისა, შეხვედრის ფორმატში, მოსახლეობას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მოქმედი სახელმწიფო პროექტებისა და მხარდამჭერი აქტივობების შესახებ. საინტერესო იყო დისკუსიაც. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აგრარული დარგის მიმართულების საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და არსებულ პოტენციალზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)