|
2019-07-31 12:58:32, 815 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კონტრაქტორები გააკრიტიკა
დედაქალაქის მერმა კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და მათ პასუხისმგებლობა დააკისრა. კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკომუნიკაციო ჭებთან ასფალტის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარადგინა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სათადარიგო ზოლები მაქსიმალურად დაიტვირთა, პრობლემამ თავი იჩინა. „ზოლები შარშან რეაბილიტირდა და ჯამში 15 მილიონი დაჯდა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. ჭის თავების ირგვლივ არის სრული კატასტროფა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებისთვის თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დღესვე შეხვდეს კომპანიებს. „როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ეს გზა უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ პრობლემა არ იყოს მასთან დაკავშირებით და ამაზე არ უნდა დაგვჭირდეს ყურადღების გამახვილება. გულდასაწყვეტია ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება. ამდენი ფული იხარჯება და ალბათ დაეტყო ახლა, როდესაც ამდენი ავტომანქანა გადაადგილდება. ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია და იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაწევა და თავიანთი სახსრებით ამ ყველაფრის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)