|
2015-07-07 17:56:26, 563 ნახვა
საზოგადოება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში გასვლითი შეხვედრები მიმდინარეობს
2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში დაიწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან. პირველი შეხვედრა 6 ივლისს გაიმართა გორსა და ხაშურში, სადაც დამსწრე საზოგადოებას რეფორმის არსი გააცნეს და აუხსნეს ტექნიკური პროცედურები. გარდა ამისა, შეხვედრის ორგანიზატორებმა მოსახლეობას მიაწოდეს იმ მაღაზიების სია და მისამართები, სადაც შესაძლებელია „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები დაინტერესებულ საზოგადოებას მნიშვნელოვან და დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე გააცნობენ. ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგი ეტაპი 2015 წლის 9 ივლისს განხორციელდება. დილის 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება გორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურში, აგრეთვე გაითიშება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)