|
2019-07-30 16:31:35, 1073 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N4 და N144 ბაგა-ბაღების გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები გრძელდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ დღეს, მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N144 საჯარო ბაგა-ბაღებში მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა. N4-ე ბაგა-ბაღის შენობა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი მდგომარეობა რეაბილიტაციის დაწყებამდე კრიტიკული იყო. ამორტიზებული იყო შენობის ძირითადი ნაწილი, იშლებოდა ფასადი, დაზიანებული იყო კიბე, რომლითაც აღსაზრდელები ყოველდღიურად სარგებლობდნენ. ამჟამად, შენობა უსაფრთხოების ბადეებითაა დაცული, მიმდინარეობს ავარიული კონსტრუქციული ნაწილების დემონტაჟი, საძირკვლის გამაგრება და ფასადის რეკონსტრუქცია. პროექტის დასრულება 2020 წლის თებერვლისთვის იგეგმება. რაც შეეხება N144 ბაგა-ბაღის შენობას, მისი გამაგრება-რეკონსტრუქცია სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება, აღსაზრდელებს კი ბაღი ოქტომბრიდან მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ამჟამად 9 საგანმანათლებლო დაწესებულების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)