|
2019-07-26 15:14:10, 1741 ნახვა
საზოგადოება
აქიმიძე R2-ს ჟურნალისტებს: ჩემსა და დვალის უკან პოლიტიკური ძალა არ დგას - დამოუკიდებლობის გარანტიები ვართ
„არც ჩემი და არც დათო დვალის უკან არანაირი ხალხი არ დგას, არანაირი დაჯგუფება და პარტია, რაც ყველაზე მთავარია არანაირი პოლიტკური ძალა არ დგას“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც მან ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა, არხის დამოუკიდებლობის გარანტებ თავად და დავით დვალი არიან. „მივმართავ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, თქვენი გარანტი ალბათ არის ის 10 წელი, როდესაც ჩვენ ვიყავით ტელევიზიაში და სადაც მართლა ამბრაზურასავით იყო გადაფარებული ტელეკომპანიას თითოეული ჩვენგანი გადაფარებული. ყველა დარტყმას ღებულობდა ეს ხალხი, რომელსაც დამფუძნებლები ერქვათ. არც ჩემი და არც დათო დვალის უკან არანაირი ხალხი არ დგას, არანაირი დაჯგუფება და პარტია, რაც ყველაზე მთავარია არანაირი პოლიტკური ძალა არ დგას. ჩვენ ვართ თავისუფლები ყველანაირი მოვალეობებისაგან და ჩვენი გაკეთებული იყო ის ტელევიზია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ ტელევიზიაში და შესაბამისად, გავაგრძელოთ იგივე გზა, როგორსაც აკეთებდა და რასაც აკეთებდა „რუსთავი 2“. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებამ და ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიმსახურა თავისუფალი ტელევიზია. თუ „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, აუცილებლად დაანარჩენგანაც იქნება დემოკრატია და თავისუფალი გარემო. საკმარისია, რომ ჩვენ ჩავდგეთ კონკურენციის და არა მტრობის რეჟიმში, ჩვენ დავემსგავსებით ნორმალურ საზოგადებას“, - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)