15:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 15:07:21, 1909 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი R2-ზე: კომერციული საკითხია, სადაც უნდა გაერკვნენ სასამართლოთი, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „პირად კომერციულ საკითხებს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მსგავს საკითხებში არ უნდა ჩაერიოს.

ზურაბიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მან ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა აღიარა.

„რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი. ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვნენ სასამართლოს მეშვეობით თუ არა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოსთვის და ჩვენს რეალობაში. იმითი, რომ აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს ისეთი ფაქტია, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად. მეორეს მხრივ, მე ვთქვი, იმავე განცხადებაში, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics