04:16 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 19:13:30, 1318 ნახვა

საზოგადოება
სომხეთის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია საჯარო რეესტრს ეწვია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაცია ეწვია.

კომიტეტის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარი ხარძიანი შეხვდნენ. მათ სტუმრებს  უძრავი ქონების რეგისტრაციის, ელექტრონული სერვისებისა და  ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები, მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

კომიტეტის წარმომადგენლებისთვის საჯარო რეესტრის უძრავი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში, კადასტრის უზრუნველყოფისა და სკანირების სამსახურში საინფორმაციო ტური მოეწყო, რომლის მეშვეობითაც სტუმრები მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს გაეცნენ.

გარდა ამისა,  სომხეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების კადასტრის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობა დაათვალიერეს, სადაც ქაღალდის დოკუმენტები ცენტრალიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უსაფრთხოდ ინახება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გორში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისსაც ეწვივნენ და ტერიტორიული  სამსახურის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics