05:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 17:37:21, 1898 ნახვა

სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის ქონების დაყადაღებას ითხოვს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას“ ქონებას ყადაღა არ დაედო, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ განაცხადა, რომ განაცხადი ყადაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს სარჩელთან ერთად უნდა წარედგინა, რაც არასწორია.

"ვასაჩივრებთ სასამართლოს განჩინებას, რომლითაც გვეთქვა უარი ჩვენ მიერ შეტანილ განცხადებაზე, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის თაობაზე. ანუ სასამართლოს განჩინებით არ დაედო ყადაღა ქიბარ ხალვაშის და შპს "პანორამას" ქონებას, იმ მიზეზის გამო, რომ სასამართლომ გვითხრა, რომ განცხადება უნდა წარგვედგინა სარჩელთან ერთად. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი იყოს სარჩელის აღძვრამდეც თუ არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა“, - განუცხადა ადვოკატმა „კურიერს“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics