|
2019-07-22 10:34:09, 1101 ნახვა
საზოგადოება
ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევის რაიონში გაიმართა
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად ნაძალადევის რაიონმა უმასპინძლა. ღონისძიება IX კვარტალში არსებულ პარკში გაიმართა და მის ფარგლებში გაიმართა საბავშვო–გასართობი აქტივობა, ტურნირები სპორტის სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბოჩა. აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდა, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. პატარებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები. მსურველები საბავშვო კინოჩვენებასაც დაესწრნენ. საღამო კი ზუკა ხუციშვილის ბენდის კონცერტმა და დიჯეი გიგა პაპასკირმა დაასრულეს. პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)