|
2019-07-18 14:36:31, 752 ნახვა
საზოგადოება
მერია ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე განმეორებით კონკურსებს აცხადებს
თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზებისა და მათ განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსებს განმეორებით აცხადებს. კონკურსების მიზანია ამ მიმართულებით საუკეთესო წინადადებების გამოვლენა. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზისა და განთავსების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის - 120 000 ლარს. ამ თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტორის ჰონორარი. კონკურსებში გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს. კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე Tbilisi.gov.ge
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)