23:47 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 11:03:17, 822 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „მწვანე ბანაკში“ მიიღო მონაწილეობა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა CENN-ის მიერ აქტიური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მასწავლებლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მასწავლებლებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის შესახებ. ასევე, ატმოსფერული ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი www.air.gov.ge, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჯიმში მიმდინარეობდა და მასწავლებლებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics