2019-07-17 12:15:09, 2306 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის თანამშრომლებმა ხელმძღვანელ პირს გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარუდგინეს და არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარული-ჰიგიენური მდგომარეობის უზურნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ.
სამსახურში სულ 102 თანამშრომელია, მათ შორის 53 ძირითადი, 49 სეზონურად დასაქმებული.
ომარ ტაკიძემ თანამშრომლებს გაწეული ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაპირდა.

(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,