22:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 12:53:13, 807 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება

თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს კონკრეტულ საამშენებლო ობიექტს უნდა ჰქონდეს წყალარინების სისტემის საკანალიზაციო სისტემაზე დაერთების პროექტი.

„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა, წლების განმავლობაში ეს მოთხოვნები გათვალისწინებული არ იყო და სავალალო შედეგი მივიღეთ. არ იყო ვალდებულება, წინასწარ შეეთანხმებინათ საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი. ეს საბოლოოდ იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრე სისტემაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ GWP-ის აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, კანალიზაცია სანიაღვრეებიდან მტკვარში ჩაედინებოდა“, -  განაცხადა კახა კალაძე.

მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც თბილისის მერიამ მიიღო გრანტი, დედაქალაქის სანიაღვრესისტემის აღწერის მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics