|
2019-07-16 09:47:29, 913 ნახვა
საზოგადოება
ისნისა და კრწანისის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, საექიმოს ქ. გასასვლელის N 1-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: საექიმოს ქ. გასასვლელის N 1. წყლის მიწოდება შეიზღუდება კრწანისის რაიონშიც. კრწანისის ქ. N 7-თან, სატ.სადგურის მიმდებარედ კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 16:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: კრწანისის ქ. N 16-დან N 54-ის ჩათვლით, N 7-დან N 47-ის ჩათვლით, კრწანისის ქ. ჩიხს და N 1,2 გასავალს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)