22:16 - 26 Jul, 2026
|
2019-07-15 17:42:16, 2084 ნახვა
საზოგადოება
კუპატაძის განცხადებით, ქართველ მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა რამდენიმე დღეში შეეძლებათ
დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი და ადგილზე მშვიდი ვითარებაა. „განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი - სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე“, - აღნიშნა კუპატაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)