20:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-14 16:35:21, 2040 ნახვა

საზოგადოება
გარდაიცვალა 5 წლის ბავშვი, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაშავდა

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავდა. 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადიოდა. დაშავებული მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გუშინ გვიან ღამით მედიკოსებმა ოპერაცია გაუკეთეს.

დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა.

დაღუპული ორი და მათი შვილები არაბეთის მოქალაქეები არიან. ავარიის დროს კიდევ შვიდი დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა. ორი დაშავებული კი ქართველია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics