|
2015-07-05 17:15:13, 481 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” 962 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიხსნა
“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” 962 მეტრი სიგრძის გვირაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “საქართველოს რკინიგზის” და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ასევე ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება. “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ხოლო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების მოწყობის შემთხვევაში მთლიან სარკინიგზო მაგისტრალზე სატვირთო გამტარუნარიანობა 123 მილიონ ტონამდე გაიზრდება.შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)