20:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 20:16:55, 3518 ნახვა

კომენტარი
გერმანიის ელჩმა განმარტა, რატომ იმყოფებოდა 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან

„ყველასთვის ცნობილია, რომ  20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა:

„რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი  პროცედურების შესაბამისად“, - აცხადებს გერმანიის ელჩი.

ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ აქციისას განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა და მასთან ერთად სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ.

„ზემოდან უშუალოდ ვხედავდი ყველაფერს. მარტო კი არ ვიყავი, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში მონაწილეობდა", - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics