|
2015-07-05 15:03:37, 516 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთ დევნილს იმ წარმოუდგენელ პირობებში არ დავტოვებთ
21-წლიანი მოლოდინის შემდეგ, 35-მა დევნილმა ოჯახმა ახალმოსახლეობა იზეიმა-საცხოვრებელი ბინების გასაღებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირადად გადასცა. მთავრობის მეთაურმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. “როდესაც ჩვენი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოვიდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობების შექმნა დავისახეთ. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს და ეტაპობრივად ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას. სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 35 ბინა ამ კორპუსში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 18 ბინას ჩავიბარებთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, პროექტი იძლევა ქართველი მენაშენეების წახალისების, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში მენაშენეების ჩაბმის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ზოგადად სამშენებლო ბიზნესის განვითარებას. ახალმოსახლე ოჯახებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს მთვრობის მიერ დევნილი მოსახლეობისთვის გაწეული ზრუნვისთვის. "მადლობა გეკუთვნით თქვენ ამდენი მოთმინებისთვის და გაჭირვების ღირსეულად გადატანისთვის,"- განუცხადა პრემიერმა დევნილებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. დღეს, შმიდტის ქუჩა N2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)