08:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 12:03:04, 1252 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ყაჩაღობისთვის ბრალდებული  ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.ც., ქ.თბილისში, ვარკეთილი3-ის პირველ მიკრორაიონში მდებარე შპს „მიმინო 3"-ის მაღაზიაში დანით თავს დაესხა მოლარეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მას შპს „მიმინო 3"-ის კუთვნილი 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა  ლ.ც.  იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით  (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics