19:23 - 26 Jul, 2026
|
2019-07-10 19:53:03, 1333 ნახვა
საზოგადოება
ურეკში, ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო
ურეკში, ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სანაპიროზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა. მაშველებს გარდაცვლილის მეუღლემ დაურეკა. მყვინთავებმა მამაკაცის პოვნა ვერ შეძლეს. მისი სხეული მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)