19:23 - 26 Jul, 2026
|
2019-07-10 18:05:45, 1486 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს. პარტნიორთა კრებას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებს მისი ადვოკატი აცნობს. 9%-იანი წილის მფლობელს თავად გვარამიაც გამოეხმაურა. „აგერ, მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები - იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენ“, - წერს გვარამია facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)