17:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 10:58:37, 1415 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 – 21 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. შრომის თემში 6 სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.

„გამოვაცხადეთ, რომ იწყება  გაზიფიკაციის სამუშაოები - ჯერ ვიწყებთ პროექტირებას და მას წლის ბოლომდე დავასრულებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აქაურ მოსახლეობას გაისად ამ დროს გაზი უკვე ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics