21:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 18:44:29, 1743 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი: პოლიტიკური სიტუაცია ლარის კურსის სტაბილურობას მნიშვნელოვნად უშლის ხელს

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს.

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თუ საჭირო გახდა, მთავრობა ყველა ღონეს იხმარს ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის.

„პოლიტიკური ვითარება, სიტუაცია და გამოსვლები გარკვეულწილად  თავის შედეგს პოულობს ქართულ ეკონომიკაზე და მათ შორის ლარის კურსზეც. მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება რაიმე მაკროეკონომიკური ცვლილებები,  ფინანსთა სამინისტრო  შესაბამისად იმოქმედებს და ეროვნული ბანკიც შესაბამის ცვლილებებს გაატარებს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის  მაქსიმალურად  დასტაბილურება მოხდეს. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობა ამას მნიშვნელოვნად უშლის ხელს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა, ევრო ფასმა კი, 3.2599 ლარს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics