|
2019-07-09 18:29:34, 1263 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა. ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)