17:49 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:18:02, 1150 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი LEADx Change პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა LEADx Change პროგრამის გამარჯვებულებს უმასპინძლა.

LEADx Change გლობალური ინიციატივაა ახალგაზრდა ლიდერებისთვის შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც  საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში საქმიანობენ.

სტუმრები 8 ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუმინეთიდან ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყნას და მის გეოპოლიტიკურ პოტენციალს გაეცნენ.

 

LEADx Change პროგრამის გამარჯვებულები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოში არსებული ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ქართული ღვინის ტრადიცია გააცნო და დარგის განვითარებასა და პერსპექტივებზე ესაუბრა.

LEADx Change პროგრამის გამარჯვებულები საქართველოში ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრის, ზვიად არძიმბაიას ინიციტივით ჩამოვიდნენ.

LEADx Change-ს ორგანიზებას უწევს ტაფტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics