|
2019-07-08 19:49:06, 1144 ნახვა
საზოგადოება
„გახარიამ მშვიდობიანი მოქალაქეები შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს“ - „ღირსების მარში“ შსს-სთან გაიმართა
„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მაინც გაიმართა. „ღირსების მარშის“ ჩატარება დღეს დილით იყო დაანონსებული, თუმცა შსს-ს შენობასთან ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ და „პრაიდის“ წევრებს მარშის გადადება მოუწიათ. „მოძალადე გახარიამ მშვიდობიანი მოქალაქეები შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს. მოძალადე გახარიამ ჩვენ გვითხრა, რომ არ უზრუნველჰყოფდა „ღირსების მარშის“ მონაწილეების ტრანსპორტირებას პროვოკაციაზე და ასევე არ მოიყვანდა პოლიციელებს ჩვენს დასაცავად. მოძალადე გახარიამ კიდევ ერთხელ დავტოვა ამ მოძალადეებთან, მაშინ, როდესაც ეს მოძალადე ჯგუფები თავისუფლად დადიან თბილისის ჯგუფებში. სად არის ის შედეგები, რომლიც ვასაძის გამონათქვამებზე დაიწყო?! რატომ არის ვასაძე ჯერ კიდევ თავისუფალი და რატომ ატერორებს ქვეყნის თავისუფალ და მშვიდობიან მოქალაქეებს?! გახარია არ მოვიდა ჩვენთან, მაგრამ ჩვენ მოვედით მასთან და ვეუბნებით მას, რომ ის უნდა გადადგეს, გახარია წადი!“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)