|
2015-07-04 13:25:22, 569 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში პროგრამას „ორი თაობა“ ახორციელებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ორი თაობა“ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში 45-მა მოზარდმა გაიარა. სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს ყოველდღიურად სტუმრობდნენ და მოხუცებს სხვადასხვა საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოს კეთილმოწყობაშიც. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ გადასცა. მისი განცხადებით, „ორი თაობის“ მიზანია 14-18 წლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობა ხანდაზმულთა დასახმარებლად. „პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. პროგრამა საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებშიც აქტიურად დაიწყება“, - აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ. პანსიონატის ბენეფიციარმა მურმან ხაჭაპურიძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და ახალ თაობაში მაღალი მოხალისეობრივი კულტურის შესახებ ისაუბრა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთრხა ჩვენ ახალ თაობას. მათში არის მაღალი მოხალისეობრივი კულტურა, რომელიც ძალიან დასაფასებელია. ისინი დიდ ყურადღებას იჩენდნენ თითოეული ჩვენგანის მიმართ. ეს ის თაობაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო და დახმარების ხელი გაუწოდა დაზარალებულებს“, - აღნიშნა მურმან ხაჭაპურიძემ. პანსიონატის დირექტორის დარეჯან თომაძის თქმით, „ორი თაობის“ მონაწილეები არა მხოლოდ ბენეფიციარებს ეხმარებოდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართულები ადმინისტრაციულ საქმიანობაშიც. ამასთან, ახალგაზრდებმა პანსიონატის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ჩამონათვალის ელექტრონული ბაზაც შექმნეს. პროგრამა „ორი თაობა“ 6 თვეა თემქის მოხუცთა პანსიონატში პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი განხორციელება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მსგავს დაწესებულებებში იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)