16:18 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 14:53:37, 1780 ნახვა

საზოგადოება
„დაგღალა პუტინმა?! დაისვენე საქართველოში!“ - თბილისში მყოფი რუსები სოლიდარობის ნიშნად აქციას გამართავენ

"მე გავრილოვი არ ვარ. რუსები ერთიანი საქართველოსთვის", - ამ ლოზუნგით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საქართველოში მყოფი რუსების და ტურისტების მიერ აქცია დაიგეგმა. 

ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აქციას 9 ივლისს, 14:00 საათზე გამართავენ.

"საქართველოში მყოფი რუსები და ტურისტები, რომლებიც ამ საყვარელი ქვეყნის მიმართ კრემლის პოლიტიკას არ იზიარებენ! ვინც საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდის! ვიცას მიაჩნია, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოში! ვიკრიბებით 9 ივლისს, 14:00 საათზე პარლამენტთან, რათა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ჩვენი პროტესტი გამოვთქვათ. ვდგავართ საქართველოს გვერდით!", - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ღონისძიებაში. 

აქციას ორგანიზებას პროექტი Пограничная ZONA უწევს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics