14:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 10:51:32, 1108 ნახვა

საზოგადოება
ბერძენიშვილი: 9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა

9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა, - ამ სიტყვებით პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ვიდეო-მიმართვით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, , საქართველოს არ ეკადრება ხელისუფლება, რომელიც  ადამიანებს არბევს და თვალებს თხრის

„თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და დაიცავენ მის ღირსებას. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცეერთი დღე, არცერთი წამი, როდესაც მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის“, - მიმართა ბერძენიშვილმა დემონსტრანტებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics