|
2015-07-03 18:36:28, 548 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საკლუბო თასების ტური ფოთიდან დაიწყო
ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში ევროპის საკლუბო თასების ტური ფოთიდან დაიწყო. რუსთაველის რკალზე, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის წინ, სამი უმაღლესი ევროპული საფეხბურთო თასი - სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის თასები განთავსდა და ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ფოტოები გადაეღო. შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროთასების საქართველოში მოგზაურობის ფოთიდან დაწყება სიმბოლურია, რადგან ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სამშობლოა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, საფეხბურთო გუნდ "ფოთის კოლხეთის" წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ევროპის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის გათამაშების ფინალი გაიმართება, რომელშიც ესპანური კლუბები - „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)