|
2019-07-03 14:26:04, 937 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, 2-სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2-სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოცხადდნენ. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და სხვენის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტო კიბე და ცოცხალი ძალა 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)