|
2019-06-29 12:24:59, 6751 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სამი წლისაა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა. ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუბილე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით დასრულების პროცესს და აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უწყობს ხელს. მინისტრმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის ვიზიტები აშშ-ში, იტალიასა და ბრიუსელში. საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა მიმართა და სკოლის მიღწევებზე ისაუბრა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა კი თავადცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)