09:56 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 11:22:45, 1827 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს  საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი" 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს.

მათივე ცნობით, მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე" არის შესაძლებელი.

„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics