11:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 18:21:46, 1978 ნახვა

სამართალი
პროკურორი: გამოკითხული პოლიციელები ვიდეოკადრებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს  უფროსის  ამირან გულუაშვილის თქმით, პარლამენტში  ადგილი ჰქონდა   მოპოვებული მტკიცებულებების  არასწორად ინტერპრეტირებას და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„უნდა გავმიჯნოთ  საპარლამენტო პროცედურები  და ის პროცედურები,  რაც სასამართლოში უნდა წარიმართოს.  შესაბამისად,  დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხდებოდა დეტალური მსჯელობა იმ მტკიცებულებებზე, რაც დღეის მდგომარეობით მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა იყო გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ ეს მტკიცებულებები დამახინჯებულიყო"-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მან განმარტა, რომ   გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.  გამოძიების მიერ გამოკითხული პოლიციელები კი 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეოკადრებში  ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ.

„საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, საუბარი იყო პოლიციელების ჩვენებებზე იმ კონტექსტში, თითქოსდა ის გარემოება, რომ ისინი პოლიციელები არიან, აპრიორი მიუთითებს მათ ცრუ მოწმეობაზე, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი არის აღბეჭდილი ნიკანორ მელიას გვერდით ვიდეოფირზე",- აღნიშნა პროკურორმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics