|
2019-06-22 16:15:16, 2175 ნახვა
მსოფლიო
„თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია“ - კადიროვი საქართველოს ემუქრება
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება. ის ამბობს, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია. როგორც კადიროვმა Telegram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, დასავლეთს სურს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბოს. "დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა გაგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია. არაოფიცალური მონაცემებით რუსეთში თითქმის 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს. ჩვენს ერებს მრავლსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას რუსეთის მეშვეობით გავეცანი. ზუსტად ჩვენ ქვეყანასი ყველა ქართველი მსახიობის, კომპოზიტორის, პოეტის, მწერლის და ხელოვანის ნიჭი აღმოცენდა. რაც შეეხება საქართველოს და სამხრეთ კავკასიას, ათასი მიზეზი გვაქვს რომ მშვიდობაში ვიცხოვროთ ერთად და არც ერტი მიზეზი არ გვაქვს ერთმანეთს სიძულვილით ვუყუროთ. თუმცა თბილიში ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდნენ ამერიკასა და დასავლეთში აღზრდილი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირონ. ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა მზარდია. დავრწმუნდით, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ საბაბს, იმისათვის რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი აჟიოტაჟი აეტეხათ. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო რუსი დეპუტატების უსაფრთხოება და ნორმალური მუშაობა. დასავლეთიდან დაფინანსებულმა ძალებმა თბილისში არეულობები დაიწყეს. კადიროვი ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია, რომ მეზობელ ქვეყანაში [საქართველოში] მშვიდობა იყოს. "საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ყველაფერში რუსეთი დაედანაშაულებინა. ქალბატონუ ზურაბიშვილი ძალიან ცდება, რადგან სწორედ რუსეთი არის დაინტერესბული იმაში, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ერთიანობა. დროა საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მას არ ჰყავს უფრო ახლო მეზობელი ქვეყანა, რომელიც გაჭირვების ჟამს უფრო მალე გაუწვდის დახმარების ხელს, ვიდრე რუსეთი. და ბოლოს, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3,4 მილიარდი აშშ დოლარი დატოვეს, რას მიაღწიეს ამ დროს ანტირუსულმა რადიკალებმა? ამას საქართველო იგრძნობს როდესაც დაცარიელდება სასტურმოები, კაფეები და ზღვის სანაპიროები", - წერს კადიროვი.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)