|
2019-06-21 22:14:34, 1022 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს გიორგი გახარია!“ - აქციის მონაწილეები სახალხო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს, მოსახლეობა სახალხო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს. მათივე თქმით, ხვალ 12:00 საათზე აქციის მონაწილეები შესაბამის გეგმას ჩამოაყალიბებენ. „თუ გიორგი გახარია არ გადადგება, ჩვენ მას ჩვენი ძალით გადავაყენებთ, გამოვაცხადებთ სახალხო დაუმორჩილებლობას და აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებმა ხელები აღმართეს და ამით მსოფლიოს დაანახეს, რომ ისინი თავისუფლებისთვის მშვიდობიანი გზით იბრძვიან. ისინი სკანდირებას აგრძელებენ: „წადი“ „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“ აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება, ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. რუსთველის სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებულები. ამასთან, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პუტინის კარიკატურა მოიტანა, რომელსაც სტვენით და უცენზურო სიტყვებით შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)