03:04 - 26 Jul, 2026
|
2019-06-21 04:38:38, 1108 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე, „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშები გადმოყარეს და დაწვეს
აქციის რამდენიმე მონაწილე რუსთაველის გამზირზე მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისში შეიჭრა. მათ პარტიული ატრიბუტიკა, მათ შორის დროშები აივნიდან გადმოყარეს და პროტესტის ნიშნად დაწვეს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტთან არის გამაგრებული, აქციის მონაწილეები კი რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ პარლამენტის შენობასთან დაბრუნება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით უპასუხათ. ბოლო რამდენიმე საათში შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველები და მედიის წარმომადგენლები. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, სამ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)