|
2015-07-02 16:04:03, 1149 ნახვა
სხვადასხვა
დიდუბის გამგეობამ ისტორიული შენობა დაამახინჯა
დიდუბის გამგეობამ მე-19 საუკუნის მიწურულს აგურით ნაშენი სახლი დაამახინჯა. ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ინფორმაცია თავად, გამგეობამ გამოაქვეყნა. დიდუბის რაიონში, ვახტანგ და ეგნატე ფიფიების ქ.N5-ში ავარიული სახლის საძირკველის, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის კედლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა. პარალელურად, წერეთლის გამზირ კორპუს N3-სა და სოხუმის ქ. N8-ში გორის შესახვევ N6-სა და N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში საძირკველი გამაგრდა, ხოლო თევდორე მღვდლის ჩიხი 1. N5-ში საძირკველის გამაგრებასთან ერთად, სარდაფისა და პირველ სართულს შორის სეისმური სარტყელისა და სართულშუა გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა. საცხოვრებელი სახლების გამაგრებით სამუშაოებს რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 10%-ს იხდის. ივნისის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 77 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)