|
2019-06-20 20:04:17, 881 ნახვა
საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი აქციიდან გააძევეს
თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან გააძევეს. მიზეზი ვატო შაქარიშვილის განცხადება გახდა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების ჯანსაღი აზრის ოკუპირება მოახდინა. „ჩემო მეგობრებო, თბილისელებო, ქართველებო, დღეს ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა. შაქარიშვილის განცხადებას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შაქარიშვილს მიკროფონი წაართვა. ამასთან, ადგილზე იმყოფებოდა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მან შაქარიშვილთან მისვლა სცადა, თუმცა ამის საშუალებას არ მისცეს. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, შაქარიშვილს, ჯიშკარიანს და გოგიჩაიშვილს ტერიტორია დაატოვებინეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)